სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გადაცემებისა და ანონსების მუსიკალური გაფორმება“ - თბილისის N136 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო პროექტი
14-01-2025
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მიდგომებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებენ. მათ შორის მოსწავლეთა დიდი იტერესით გამოირჩევა პროექტებით სწავლება.

პირველ სასწავლო სემესტრში, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებელ, თეა კობახიძესთან ერთად, მოამზადეს პროექტი - „გადაცემებისა და ანონსების მუსიკალური გაფორმება“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს აღნიშნული საკითხი, საჭირო წესები, სტრუსტურა, ფორმატი, გასათვალისწინებელი დეტალები და ამის შემდეგ დაიწყეს ვიდეოფრაგმენტების ჩაწერა.

მათი სურვილისამებრ, აირჩიეს თემა, მოიძიეს და დაამუშავეს საპრეზენტაციოდ, რის შემდეგაც გააფორმეს მუსიკალურად.

გასათვალისწინებელი ყველაზე მთავარი დეტალი: მუსიკა თემატურად და სტილისტურად, უნდა ჩამჯდარიყო თემის ხასიათსა და კომპოზიციაში. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას.

პროექტი მე-4 კლასელებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:










კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება