სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N1 სკოლის მოსწავლე გიზო ძაგნიძე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
10-01-2025
-
+


ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან და მოტივირებული, ამბიციური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც მუდმივად დიადი მიზნებისა და წარმატებისკენ ისწრაფვიან. 

2024 წლის 10 ივლისს ქუთაისში steve jobs American Academy -ის ფილიალში ჩატარდა მისაღები გამოცდა, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონიდან უამრავი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე მონაწილეობდა.

სწორედ აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა ტყიბულის N1 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლე გიზო ძაგნიძემ, რომელმაც, უდიდესი კონკურენციის მიუხედავად, უმაღლესი ქულა და აკადემიაში სწავლისათვის 100% -იანი გრანტი მოიპოვა.

ცნობილია, რომ ამერიკული აკადემიის პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით 240-ზე მეტ ქალაქში ხორციელდება და საერთო ჯამში 50 000 - ზე მეტი მოსწავლე გადამზადდება მომავლის ტექნოლოგიების ლიდერებად. აკადემიის პროგრამები საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ, ასევე მინიჭებული აქვს ევროკომისიის წარჩინების სერტიფიკატი.

ტყიბულის N1 საჯარო სკოლა გიზო ძაგნიძეს ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და სამომავლოდ წარმატებას უსურვებს, ამაყობს მისი მონდომებითა და მიღწევით. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება