სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო აქტივობები
10-01-2025
-
+


ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, სხვადასხვა საინტერესო საახალწლო აქტივობა გაიმართა. 

საახალწლო ფუსფუსში ყველა კლასის მოსწავლე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ მრავალფეროვანი ღონისძიებები გამართეს, „საიდუმლო სანტა“ ითამაშეს და საზოგადოებას 2025 წელი მიულოცეს. 

სიურპრიზებით, ემოციებით, სიყვარულითა და სითბოთი სავსე დღე იყო მე-3 კლასში. V კლასის მოსწავლეებმა კი, ახალი წელი ყველას მიულოცეს და წარმატებული დღეები და იმ ოცნებების ასრულება უსურვეს, რასაც გულით დაატარებენ. 

ამაღლებული საახალწლო განწყობა იყო პირველ კლასშიც. „ჩვენ შევძელით და საკლასო ოთახში შევქმენით ულამაზესი გარემო. ჯანმრთელობას, მშვიდობას, სურვილების ასრულებასა და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ“,- ასეთი იყო პედაგოგისა და მოსწავლეების სურვილები. 

ორიგინალურობით გამორჩეულმა მე-121 კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახში, თავიანთი მოსწავლეობის პერიოდის, ბოლო ნაძვის ხე დადგეს.

საახალწლო-შემეცნებითი გაკვეთილი V3 კლასში ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა პანდორას ყუთები დაამზადეს და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს.

„ჩვენი დამზადებული 29 ყუთიდან ბედნიერი მომავალი და სიყვარული გვინდა ამოვუშვათ. შორს ჩვენგან და თქვენგან ყველაფერი ცუდი. გილოცავთ ახალ წელს“,- ამბობენ სკოლაში. 

მე-4 კლასის პატარა ვარსკვლავებმა კი გალაქტიკაში ვირტუალურად „იმოგზაურეს“. შემდეგ კი, საახალწლო ნაძვის ხესთან ფოტოები გადაიღეს და სახლში კმაყოფილები დაბრუნდნენ. 

„თითქოს ჩვენ ვისხედით რაკეტაში და დავფრინავდით პლანეტებზე, მეტეორების წვიმაში, დავსრიალებდით ვარსკვლავევბსა და ღრუბლებში... მერე მაკდონალდსიც დავიპყარით, საახალწლო ნაძვის ხის ირგვლივ ვიპოზიორეთ და შთაბეჭდილებებით სავსენი გამოვეშურეთ ოზურგეთისკენ! ახალ წელს გილოცავთ მე-4 კლასის ვარსკვლავები! სიკეთე და სიყვარული დაგბედებოდეთ“,- ამბობენ სკოლაში. 

მეხუთე1 კლასში კი საახალწლო შეხვედრები გაგრძელდა. მისი თემა გახლდათ „მათემატიკა საკუთარ საახალწლო მორთულობაში და ირგვლივ“.

V კლასის მოსწავლეებმა პირველი სემესტრი შეაჯამეს და დამრიგებლისგან სიურპრიზიც მიიღეს. „კიდევ ერთი სასიამოვნო დღე, გამოცდილება. ჩვენ ერთად გავატანთ ყველაფერ ცუდს ამ წელს და ახალი მიზნებს დავისახავთ სამომავლოდ“,- ასეთი სიტყვები გაჟღერდა კლასში.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა სანტაზე ინგლისურენოვანი შოუ - Road to the New Year დადგეს. მათ სანტას ახალი წელი აპოვნინეს. ღონისძიება გამართეს მე-5დ კლასის მოსწავლეებმაც და სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ თემატურად გაიხსნა „არტ - ჯუნიორის“ საახალწლო დღე.

სკოლაში ჩატარდა გეომეტრიის თემის შემაჯამებელი გაკვეთილები - „საახალწლო თემაში გეომეტრიული ფორმები, ამ გეომეტრიული ფიგურების თვისებები“.

მე-3 კლასის მოსწავლეები კი, საახალწლო ექსკურსიით ბათუმში იმყოფებოდნენ. 

გარდა ამისა, სკოლის მოსწალეები გასართობ ცენტრ „ლაბირინთს“ ესტუმრნენ.

„მადლობა მათ ასეთი თბილი დახვედრისთვის. ვუყურეთ ფილმს - „მარტო სახლში“, გავათამაშეთ სეკრეტ სანტა. ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ და დღე სასიამოვნოდ დავასრულეთ“,- ამბობენ სკოლაში. 

საახალწლო ღონისძიება - „jlngle bells Rockანუ საახალწლო ავტოპორტრეტი“ მე-8 კლასშიც გაიმართა. ასევე, „საიდუმლო სანტა“ ითამაშეს მე-91 კლასის მოსწავლეებმა. 

განსხვავებული „სანტაობა“ იყო მესამე კლასში. მათ ერთმანეთს პატარების ხელებითა და მშობელთა ჩართულობით შექმნილი პორტრეტები უსახსოვრეს.

„ლალი მასწავლებელიც არ დაივიწყეს... ეცადნენ, მიემსგავსებინათ... ამაზე სახალისო და სამახსოვრო რა უნდა იყოს. ბედნიერ წელს გისურვებთ ყველას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  

ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება