სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა ღია გაკვეთილზე, როლური თამაშით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები გააცოცხლეს
09-01-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

მეტად ნაყოფიერი იყო 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. მე-5 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო ხუხუნი ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო, გათამაშებული სიტუაციის მეშვეობით მრავალმხრივ გამოვლენა მოსწავლის უნარისა და ცოდნისა. მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება. როლური თამაშის გამოყენება ტექსტის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლისათვის. ინდივიდუალური აზრის შერწყმა სხვების მოსაზრებებთან. წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის შეძენა. პერსონაჟთა ქცევის მოტივში წვდომა და მათი საქციელის შეფასება.

მოსწავლეებმა როლური თამაშით საინტერესოდ გააცოცხლეს მოთხრობის პერსონაჟები, შექმნეს ნახატები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში. იმსჯელეს ნასწავლ ენობრივ მასალაზე. დასასრულს, შეავსეს თვითშეფასების კითხვარი.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ღია გაკვეთილს დირექტორის მოადგილე ციალა გოგოლი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება