სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა 
08-01-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეთა აქტიურობითა და მასწავლებელთა დიდი ჩართულობით ჩატარდა საახალწლო კარნავალი.

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო.

ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს საახალწლო დეკორაციები, შექმნეს ნიღბები, „თოვლის პაპები“ და „ნაძვის ხეები“.

ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა სხვადასხვა მხიარული აქტივობა: ბავშვებმა პრეზენტაციებით წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები, შეასრულეს თემატური სიმღერები და საცეკვაო ნომრები, მოეწყო კარაოკე, მოზარდებმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს გამოცანები და სახალისო შეჯიბრებები.

აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლებიც და, მოსწავლეებთან ერთად, სიმბოლური სიგელები, საახალწლო აქსესუარები და საჩუქრებიც დაიმსახურეს. 

დღემ მეტად მხიარულ და დადებით გარემოში ჩაიარა. ღონისძიების დასასრულს ბავშვები ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

„ასე გავაცილეთ 2024 წელი და კარი გავუღეთ დამდეგ 2025 წელს. წინარეხის საჯარო სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს და უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობას და განათლებული თაობის სიმრავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება