სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომაროს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
30-12-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს: მზიური ანთაძეს და ნიკა მიქელაძეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ კომპიუტერები. 

დაბა ადიგენში „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, წარჩინებული მოსწავლე-ახალგაზრდები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიებისას მერმა, გოჩა ქიმაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ინგა ბოჭორიშვილმა ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 14 წარჩინებული მოსწავლე ოქროს, 5 კი ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს, ხოლო 22 მოსწავლეს კომპიუტერი გადასცეს საჩუქრად.

სოფელ გომაროს საჯარო სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ უდიდესი მოტივაციისა და წახალისებისთვის, ასევე დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სკოლის დირექტორს - თენგიზ გობაძეს და კლასის ხელმძღვანელს, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

გომაროს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, დიდი სიხარულით და სიამაყით ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას.

„გვჯერა, რომ ეს ჯილდო იქნება მაგალითი სხვა მოსწავლეებისთვის. ვულოცავ მშობლებს შვილების წარმატებას და მადლობა, უკლებლივ ყველა მასწავლებელს, რომლებმაც სული და გული ჩააქსოვეს ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში.

წინ წარმატებისკენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება