სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასწავლებლებმა და მშობლებმა დაუვიწყარი საახალწლო სიურპრიზი მოუწყვეს
30-12-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრის მიწურულს მოსწავლე-მასწავლებლებმა ზღაპრული საახალწლო განწყობა დაატრიალეს. სამზადისში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო. 

აღსანიშნავია სკოლაში გამართული საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლები და მშობლები.

მათ სასკოლო საზოგადოებას სიურპრიზი მოუწყვეს, დღე გაალამაზეს და სცენაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მათმა გამოსვლამ მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

ეს დღე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

სკოლაში მშობლებს და მასწავლებლებს ამ დღისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო, ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება