| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ზეიმით დასრულდა.
მოსწავლეებმა დამდეგი 2025 წელი ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს. მათ სასკოლო საზოგადოებას ახალი წლის მობრძანება ბრჭყვიალა ფერებით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. კეთილი თოვლის ბაბუა მოსწავლეებს უამრავი ტკბილეულითა და ნუგბარით გაუმასპინძლდა, რითაც პატარები ძალიან გაახარა.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებისა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
„გილოცავთ დამდეგ 2025 წელს! გისურვებთ ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის, წარმატების, წინსვლისა და სიძლიერის წელი ყოფილიყოს! ულევი სიხარული და ბედნიერება დაგებედოთ! დაე, ამ წელმა ყველა ჩვენგანის გულები სიყვარულით და სიკეთით აავსოს! მრავალჟამიერ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა