სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კაფე კარნავალი“  - ზღაპრული საახალწლო პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
30-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურული ზღაპრულ კარნავალად იქცა.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივი შემოქმედებით ძალისხმევით შექმნეს ატმოსფერო, სადაც როგორც გვიყვებიან, ფანტაზია რეალობას ერწყმოდა და ყოველი მომენტი ჯადოსნური იყო.

VII-XII კლასების მოსწავლეები, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ პროექტში. თითოეულმა კლასმა შექმნა უნიკალური პროგრამა, რომელიც საერთო კარნავალს განსაკუთრებულ ელფერს სძენდა.

„ლექსები, სიმღერები, ცეკვები, სასცენო დადგმები – ყველაფერი იყო გაჟღენთილი საახალწლო სულისკვეთებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში მონაწილე კლასების დამრიგებლები არიან:

  • VII კლასი – თამილა ნადირაშვილი;
  • VIII კლასი – ნანა გახოკიძე;
  • IX კლასი – ლალი მეხრიშვილი;
  • X კლასი – ფრიდონ საკანელაშვილი;
  • XI კლასი – ნინო მატიაშვილი;
  • XII კლასი – ელენე გრიგორიადისი.

განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მოსწავლეების შესრულებულმა ვალსმა და ტანგომ.

„ელეგანტური მოძრაობები და ჰარმონიული მუსიკა აუდიტორიას უნებურად ცეკვისკენ მოუწოდებდა. სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის აქტიური მონაწილეობა კი საღამოს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიებაზე მადლობის სიგელებით დირექტორმა დააჯიდლოვა კლასები და კლასის დამრიგებლები.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ქართულ ტრადიციულ ცეკვებს.

„მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული, მთიულური და ლეზგინკა, რითაც აუდიტორიას ქართული კულტურის სილამაზე გააცნეს. ამასთანავე წარმოადგინეს ტრადიციული საშობაო სიმღერები, რომლებმაც საღამოს კიდევ უფრო მეტი სითბო და სიყვარული შემატა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით აღსანიშნავია. მათმა აქტიურმა მხარდაჭერამ და მონაწილეობამ კოსტუმების შექმნასა და სცენის გაფორმებაში ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ამ ღონისძიებამ მშობლებს საშუალება მისცა, უფრო ახლოს გაეცნოთ სასკოლო ცხოვრება, დაენახათ შვილების შემოქმედებითი პოტენციალი და გაეზარდათ მათი მოტივაცია გვერდში დგომით“, - ამბობენ სკოლაში.

„კაფე კარნავალი“ როგორც გვიყვებიან, მხოლოდ საახალწლო წვეულება არ იყო. ეს იყო შემოქმედებითი პროცესი, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთად ქმნიდნენ ჯადოსნურ სამყაროს.

„თითოეული ნომერი, თითოეული სიტყვა სიყვარულით იყო გაჟღენთილი და სწორედ ამან შექმნა ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ყველას გულში დიდხანს დარჩება.

საახალწლო კარნავალის დასასრული ტკბილი და ემოციური აღმოჩნდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის ამჟამინდელმა დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა - ელენე გრიგორიადისმა და ვარლამ თაგოშვილმა ერთად გაჭრეს უგემრიელესი საახალწლო ტორტი და ყველას მიულოცეს დამდეგი ახალი წელი. როგორც სკოლაში ამბობენ, ტკბილი სურვილებით სავსე ამ მომენტმა კიდევ ერთხელ გააერთიანა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

„სიხარული, სითბო და მადლიერება ავსებდა დარბაზს, როცა ყველას ერთად ვუმღეროდით საახალწლო სიმღერებს და ერთმანეთს ვუსურვებდით ბედნიერებას, წარმატებებს და ჯანმრთელობას. ეს იყო ჯადოსნური დასასრული ჯადოსნური დღისა.

„კაფე კარნავალმა“ დაამტკიცა, რომ სკოლა არის არა მხოლოდ სწავლის, არამედ შემოქმედებისა და განვითარების ადგილი. ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეების ყოვლისმომცველ განვითარებას და ქმნის სასიამოვნო გარემოს სწავლისა და თვითრეალიზაციისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება