| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის
სახელობის მუზეუმს, სადაც ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა - „ბერძნული კოლონიზაცია“.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კოლხეთის სამეფოს ძლიერების დამადასტურებელ არქეოლოგიურ მონაპოვრებს, ბერძნული კოლონიზაციის გამომწვევ მიზეზებს, ძველ საბერძნეთსა და კოლხეთს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათ მნიშვნელობას. შავ და წითლაკიანი მოხატული კერამიკის მიხედვით შექმნეს ესკიზები. გაიმართა დისკუსია კრატერზე გამოსახული მითოლოგიური სიუჟეტებისა თუ სცენების ირგვლივ.
პროგრამაში მონაწილეობისათვის პედაგოგ ირმა რიონიძეს გადაეცა სერტიფიკატი.
პროგრამას უძღვებოდა: ა. კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის
ექსპოზიციის სამსახურის უფროსი, არქეოლოგიის დოქტორი იზოლდა დუმბაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა