სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო და ნახატების გამოფენა ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში  
26-12-2024
-
+


რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. წელს პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მოიძღვნეს სახელწოდებით -  „პოეზიის დედოფალი 100 წლისაა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი გახლდათ. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციის საშუალებით გააცოცხლეს ანა კალანდაძის ფოტოარქივი, წაიკითხეს მისი ლექსები და პატივი მიაგეს მის მარადიულ ხსოვნას. 

არა მარტო მოსწავლეებმა, არამდედ მასწავლებლებმაც წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსები: „შე ისე ღრმა ხარ“, „ბოშა ქალი“, „თუთა“, „შემოდიოდა ჩვენში კალანდა“, „მე ლამაზი მეგობარი მყავდა“, „სხვა საქართველო სად არის“, „მოდიოდა ნინო მთებით“ და სხვა მრავალი... 

ასევე აღსანიშნავია, რომ მოეწყო მარიამ აბულაძის და ლანა მელაძის მიერ დახატული ანა კალანდაძის პორტრეტების გამოფენა. 

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი იაგულ აბულაძე. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3; ვიდეო 4; ვიდეო 5; ვიდეო 6; 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება