სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა VIII-XI კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
26-12-2024
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც საინტერესო ეკოაქტივობებში არიან ჩართულნი. 

ახლახან, ეკოკლუბის წევრებმა VIII-XI კლასის მოსწავლეებთან საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, რომლის თემა იყო - „ფუტკრის ნობათი“. 

პრეზენტაციას უძღვებოდა ეკოკლუბის წევრი ალექსანდრე აბესაძე. მან ისაუბრა ფუტკარაძე, როგორც ადამიანის ჭეშმარიტ მეგობარზე, აღნიშნა, რომ მისი უმდიდრესი ნობათით აძლიერებს ჩვენს ძალებს, იცავს ჯანმრთელობას და კურნავს ბევრი ავადმყოფობისგან. დასძინა, რომ ფუტკრის თაფლის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებებიცაა, რომელთა ხელოვნური გზით მიღება ჯერჯერობით შეუძლებელია. 

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ საქართველოში მეფუტკრეობა უძველესი დროიდან იყო განვითარებული. რის შესახებაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ქსენოფონტეს ნაწარმოებში - „ანაბაზისი“ არის მოთხრობილი.

„ყველაზე მეტად მოგვეწონა რომ ფუტკრის ოჯახში 70-60 ათასამდე წევრი ცხოვრობს და ყველას აქვს თავისი სამუშაო, რომელსაც თითოეული წევრი იდეალურად ასრულებს, რაც არი მისაბაძი მაგალითი.

მოსწავლეებს გავაცანით თაფლის ხარისხები და პროდუქტები: ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი. მათ ისაუბრეს ქართულ ფუტკარზე, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. გაცნობიერებული მოსწავლეები სვამდნენ საინტერესო შეკითხვებს“,- გვიყვება პრეზენტაციის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება