| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობაა. მოსწავლე-მასწავლებლები წინასაახალწლო სამზადისში აქიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა შთამბეჭდავმა საახალწლო ღონისძიებამ, რომელიც სკოლაში გაიმართა.
„ღონისძიებამ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს დაუვიწყარი ემოციები მოუტანა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეხუთე და მეშვიდე კლასების მოსწავლეები. ბავშვებმა იცეკვეს, საახალწლო სიმღერები იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მათ ასევე სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს. ბავშვების შემოქმედებითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ზღაპრული გმირების სცენებმა ნამდვილი ჯადოსნური ატმოსფერო შექმნა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა