სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საციხურის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები ფართო აუდიტორიის წინაშე ზღაპრული წარმოდგენით წარდგნენ
26-12-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ დიდი ჟრიამულია, აქტიური მოსწავლეები და მათი კრეატიული პედაგოგები სადღესასწაულო განწყობას ქმნიან და 2025 წლის შემობრძანებას დიდი იმედებით ელიან. 

25 დეკემბერს კი, საციხურის საჯარო სკოლისა და საციხურის კულტურის სახლის ერობლივი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება თავანთი შემოქმედებითი ნიჭით გააოცეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დღე დაუვიწყარი გახადეს და თეატრალური წარმოდგენით აუდიტორია, ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს. 

საციხურის საჯარო სკოლის დირექცია, მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორ ლეილა ბერიძეს, ქორეოგრაფ სულხან ფასანიძეს, მარიამ ქედელიძეს და თითოეულ პედაგოგს ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 

„დამდეგ ახალ წელს გილოცავთ სრულიად საქართველოს, საციხურის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები.

2025 წელი მშვიდობის, ბედნიერების, აღზევების, ახალი შესაძლებლობების და ეროვნული ერთიანობის წელი ყოფილიყოს“, - ამ სიტყვებით კი, სასკოლო საზოგადოებამ დამდეგი ახალი წელი სრულიად საქართველოს მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3; ვიდეო 4; ვიდეო 5; ვიდეო 6; ვიდეო 7; ვიდეო 8; 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება