სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ზღაპრული ახალი წელი“ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
25-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სკოლაში ნამდვილი სადღესასწაულო ატმოსფეროა შექმნილი, რომლის მოწყობაშიც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.

„მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ზღაპრული გარემო ერთად შექმნეს, რომელიც ყველა დამსწრის გულს სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა“, - ამბობენ სკოლაში.

საახალწლო პროექტი „ზღაპრული ახალი წელი“, როგორც აღნიშნავენ, ერთდროულად იყო სიხარულის, ტრადიციების პატივისცემის და შემოქმედების ზეიმი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-VI კლასების მასწავლებლები. პედაგოგებმა ბავშვებთან ერთად, თავიანთი კლასისთვის უნიკალური შემოქმედებითი ნომერი მოამზადა:

• I კლასი – განგა ჭუჭუხაშვილი;

• II კლასი – რიტა ოთარაშვილი;

• III კლასი – მარიამ ტაბატაძე;

• IV კლასი – ლია მეხრიშვილი;

• V კლასი – დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი;

• VI კლასი – ფიქრია ბუჩუკური.

როგორც გვეუბნებიან, თითოეულ კლასმა ღონისძიებაში თავისი განსაკუთრებული სითბო და ფერები შეიტანა, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა.

„საქართველოში ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც სიხარულს, იმედს და ბედნიერებას მოაქვს. ეს დროა, როდესაც ოჯახები ერთიანდებიან, ბავშვები საჩუქრებით ხარობენ, ხოლო საახალწლო სუფრა ტრადიციებსა და კეთილდღეობის სურვილებით ივსება.

სკოლებში ახალი წლის აღნიშვნა ბავშვებისთვის ჯადოსნური სამყაროს შექმნას ჰგავს – ეს არის მომენტი, როცა ისინი ტრადიციებთან ერთად, საკუთარ შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენენ და თანატოლებთან ერთად ბედნიერ მოგონებებს აგროვებენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქართული ტრადიციების სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავებას.

ღონისძიება სავსე იყო სასიამოვნო სიურპრიზებით: მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“ ახალი წლის „ჯადოსნური სული“.

„მათი შესრულება გულს უხაროდა და ღიმილს იწვევდა“, - ამბობენ სკოლაში.

დარბაზში თოვლის პაპაც გამოჩნდა, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცა. ეს მომენტი, როგორც გვეუებნებიან, ნამდვილი ზღაპარი გახდა ყველა პატარასთვის.

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა, მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ერთად წარადგინა განსაკუთრებული სასცენო ნომერი, რომელმაც ყველას აღფრთოვანება გამოიწვია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური. დირექტორის მოადგილე, ელენე გრიგორიადისი, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და მიწვეული სტუმრები.

ღონისძიების დასრულებისას, დირექტორმა მადლობა გადაუხადა ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, იმ თბილი და ბედნიერი გარემოსთვის, რომელიც მათ შექმნეს. ის შეეხო თითოეული ნომრის შთაბეჭდილებას და წარმატებები უსურვა მათ შემოქმედებით საქმიანობაში.

„ზღაპრული ახალი წელი“ ყველასთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება. ბავშვებმა ახალი ემოციები მიიღეს და საახალწლო ტრადიციების სილამაზე გააცოცხლეს. მშობლებმა და მასწავლებლებმა სიამაყით და სიხარულით უყურეს მოსწავლეების შემოქმედებას. სკოლის სული კიდევ უფრო გაძლიერდა – ტრადიციებმა და ერთიანობამ ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად აქცია“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს – დაწყებითი კლასის დამრიგებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომელთა მონდომებამ ეს ღონისძიება ფერადად, ლამაზად და ემოციებით სავსედ აქცია.

„ეს იყო დღე, როცა ყველა გრძნობდა: ახალი წელი არა მხოლოდ დღესასწაულია, არამედ სითბოს, სიყვარულისა და რწმენის გაზიარების საუკეთესო დრო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება