სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორი იყო 2024 წელი etaloni.ge-სთან ერთად
31-12-2024
-
+


სიახლეებით, ცვლილებებითა და გამოწვევებით სავსე კიდევ ერთი წელი მიიწურა. etaloni.ge მადლობას უხდის მკითხველს ერთგულებისთვის, თანადგომისა და აქტიური ჩართულობისთვის. 2024 წლის ბოლოსაც ტრადიციულად გვინდა შევაჯამოთ განვლილი პერიოდი და გაგიზიაროთ ჩვენი მიღწევები.

მასწავლებელთა (არ)მომატებული ხელფასები, სკოლის დირექტორთა კონკურსი, ეროვნულების შემცირებული პროგრამა - განათლების სფეროს 2024 წლის ყველა ცვლილება

2024 წელი 29 ათასზე მეტი სტატიით, 28 მილიონზე მეტი მკითხველითა და 1400-მდე თანამოაზრე სკოლით დავასრულეთ - გვეამაყება, რომ etaloni.ge -ს პოპულარობა და ნდობა წლიდან წლამდე იზრდება, სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ etaloni.ge-ს საიტი და სიახლეების რუბრიკა საგანმანათლებლო პლატფორმებზე უპირობო ლიდერია.

წელსაც მთელი მონდომებით ვცდილობდით, პირველები ვყოფილიყავით და ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში გვქონდა, ჩვენგან გაგეგოთ. პირველებმა გავაჟღერეთ ინფორმაცია: სკოლის ავტორიზაციის ახალი სტანდარტის, სამაგისტრო და საბაკალავროს ზოგიერთი პროგრამის ვადის შემცირების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსობის პოზიციაზე ვაკანსიების გამოცხადების და ა.შ. ამასთან სწორედ ჩვენგან გაიგო საზოგადოებამ რესურსცენტრების ახალი უფროსობის ვინაობის, სამაგისტროს გამოცდაზე ფეხშიშველი აპლიკანტის, 2025 წლის ეროვნულების საგამოცდო პროგრამის შემცირების და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

ამაყები ვართ, რომ ჩვენ, აქტიური უკუკავშირისა და კომუნიკაციის შედეგად, მუდმივად ვეძებთ და ვასაჯაროებთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. გვიხარია, რომ ასობით სკოლა სწორედ ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიებით ამაყობს და მადლობას ვუხდით თითოეული ჩვენი თანამოაზრე სკოლის ლიდერ დირექტორს, აქტიურ პედაგოგიურ კოლექტივს, რომლებიც, საკუთარი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ძალ-ღონეს არ იშურებენ სკოლისა და მოსწავლეების აქტიური, მამოტივირებელი წარმოჩენისათვის.

2025 წელს კვლავაც გავაგრძელებთ თქვენთვის საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, კვლავაც ვიქნებით თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვიდგებით  მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე, უკეთესი მომავლის შესაქმნელად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება