სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართულის საგამოცდო პროგრამა შემცირებულია, ნახეთ რომელი ნაწარმოებებია ამოღებული
26-11-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით დამტკიცდა 2025 წლის საგამოცდო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი და შემცირებული შარშანდელ პროგრამასთან შედარებით. 

უფრო კონკრეტულად: 2025 წლის პროგრამაში გვხდება სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“: ლეონის თავგადასავალი, მაშინ, როცა შარშან აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ სცოდნოდათ: „სიბრძნე-სიცრუისა“, მემკვიდრის აღზრდის ამბავი; ლეონის თავგადასავალი. იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“, „უგუნური მცურავი“, „სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“.

ცვლილება შეეხო დავით გურამიშვილის შემოქმედებასაც -  წელს დარჩენილია დავითიანი - ქართლის ჭირი, ხოლო 2024 წელს მოცემული იყო: „დავითიანი“: „სწავლა  მოსწავლეთა“, „ქართველ  უფალთა მეგვარტომობის  იგავი“, „მოთქმა  ხმითა თავ-ბოლო ერთი“, „ქართველთა და კახთაგან  თავიანთ უფალთად შეორგულება“, „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, „დავით გურამისშვილის ლეკთაგან  დატყოება“, „ოდეს  დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“, „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, „დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“.    

აღარ გვხვდება ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა“, ხოლო გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან დარჩენილია მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში “(შარშან იყო ლექსები: „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „საღამო გამოსალმებისა“, „პასუხი შვილთა“).

რაც შეეხება ნიკოლოზ ბარათაშვილს, მისი შემოქმედებიდან შარშან აბიტურიენტები აბარებდნენ შემდეგ ნაწარმოებებს: „არ უკიჟინო, სატრფოო...“, „მერანი“, „ცისა ფერს“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზე“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“; პოემა „ბედი ქართლისა“, ხოლო წელს დატოვებულია: „მერანი“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“, პოემა „ბედი ქართლისა“.

შემცირებულია წარმოდგენილი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაც: - „ბედნიერი ერი“, „პასუხის  პასუხი“, „ჩემო  კალამო“;  „განდეგილი“, „აჩრდილი“ - VII  თავი; „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის  წერილები“, „ოთარაანთ  ქვრივი“, „რა  გითხრათ, რით გაგახაროთ?“ - ამ ჩამონათვალიდან დარჩენილია მხოლოდ: „კაცია-ადამიანი?!“, “მგზავრის წერილები“, “ოთარაანთ ქვრივი“ „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“.

აღარ გვხვდება აკაკი წერეთლის „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება (სხვებმა  სვან ღვინო...)“; მისი შემოქმედებიდან დარჩენილია „თორნიკე ერისთავი“, „გამზრდელი“, „განთიადი“.

ვაჟა ფშაველას რაც შეეხება, აბიტურიენტებს მოუწევთ იცოდნენ: „ჩემი ვედრება“, „კაი ყმა“, „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ მასპინძელი“, მოთხრობა; ხოლო „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასა“, „ბახტრიონი“, „ამოდის, ნათდება“; პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ამოღებულია.

გალაკტიონის ტაბიძის შემოქმედებიდან დარჩენილია - „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, „თოვლი“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის  მთვარე“, „სილაჟვარდე  ანუ  ვარდი  სილაში“, „შერიგება“ და აღარ გვხვდება „მშობლიური ეფემერა“.

აღარ გვხვდება პაოლო იაშვილის „პოეზია“, ხოლო ლეონიძის ორი ლექსიდან „ნინოწმინდის ღამე“, „ყივჩაღის პაემანი“, დარჩენილია მხოლოდ უკანასკნელი.

ანა კალანდაძის „მკვდართა მზე ვარ“ კი შეცვლილია ლექსით „ვაჟაო, დილის მზის სხივო...“

 

ასევე აღარ გვხვდება პოლკარბე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“.

ქართულის საგამოცდო პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია - NAEC


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

გორელოვკის №3 საჯარო სკოლის მოსწავლის მარიამ ხითარიშვილის საერთაშორისო წარმატება - შინკიოკუშინის კარატეს ფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიკავა

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ეკოლოგიური ცნობიერების გაკვეთილი თხინვალის საჯარო სკოლაში

 

„ჩვენ ვართ მათი ხმა“ -განძის №2 საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე აღნიშნეს

თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიის თემაზე – VIII კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა განიხილეს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება