სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბუის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას კვირეული მიეძღვნა
18-12-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

„ილიას კვირეულის“ ფარგლებში კი მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. 

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მწერალზე, მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე, შემდეგ კი დაამზადეს კედლის გაზეთი.

საინფორმაციო გაკვეთილი ჩატარდა მეათე და მეორე კლასელების მონაწილეობით. უფროსკლასელებმა გააცნეს პატარებს ილიას ბიოგრაფია, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე. აგრეთვე ნაწყვეტი წაუკითხეს ნაწარმოებიდან „კაცია-ადამიანი?!“. თავის მხრივ, მე-2 კლასელებმაც გააცოცხლეს ილიას შემოქმედება და მხატვრული ლექსები წაუკითხეს მე-10 კლასელებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან ღონისძიება მიზნად ისახავდა უმცროს და უფროსკლასელთა თანამშრომლობას, ილია ჭავჭავაძის შესახებ ცოდნის გაცვლასა და ინფორმაციის გაზიარებას..

კვირეულის ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი თამარ დუშმანაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება