სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წყალი ყველაზე მთავარი ნივთიერება“ - კაცხის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ კონფერენცია გამართა
17-12-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იმართება არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

ახლახან, კაცხის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ, მოსწავლეებთან ერთად, ჩაატარა  შეხვედრა თემაზე - „წყალი ყველაზე მთავარი ნივთიერება“. ამ შეკრებას ჰქონდა საინფორმაციო, შემეცნებითი კონფერენციის სახე. აქ მოსწავლეები საუბრობდნენ წყლის თვისებებზე ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კუთხით.

აღნიშნეს, რომ წყალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, ის საუკეთესო გამხსნელია. ბავშვებმა წუხილი გამოთქვეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ნივთიერება უმოწყალოდ ბინძურდება.  წყლის მნიშვნელოვან როლზე ისიც მეტყველებს, რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა მდგრადი განვითარების 17 მიზნის ჩამოყალიბებისას ადგილი დაუთმეს მას.

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუ გვინდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ბუნებაზე, კლიმატზე უნდა ვიმოქმედოთ ლოკალურად და ვიაზროვნოთ გლობალურად. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება