| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
12 დეკემბერს, სკოლის საზოგადოებრივი კათედრის (კათედრის ხელმძღვანელი - ნანა მაისურაძე) ორგანიზებით, ჩატარდა შემეცნებითი კონკურსი - „არ იცოდე ისტორია, იგივეა, სამუდამოდ ბავშვად დარჩე“ (ციცერონი).
კონკურსში, პედაგოგების - ლოლა ტოფაძისა და ირმა ქარქაშაძის სადამრიგებლო - VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსამზადებელ პერიოდში მათ X-კლასელები უწევდნენ კონსულტაციას. ყველა ჯგუფს თავისი უფროსკლასელი ხელმძღვანელი ჰყავდა.
„გორგასლიანი“, „მემატიანე", „მისიონერები“, „წარსულის ნაკვალევი“ - ეს არის იმ გუნდების სახელწოდებები, რომლებსაც განსაზღვრულ დროში უნდა შეევსოთ კროსვორდები, შეთავაზებული ასოები დაელაგებინათ და მიეღოთ სიტყვა, ტექსტის მიხედვით ამოეცნოთ პიროვნება და ა. შ.
დავალებებს წარმატებით გაართვა თავი „გორგასლიანმა“ და ლიდერებთან ერთად, გამარჯვების სიგელები დაიმსახურეს. კონკურსმა საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა