სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტუნაძეების საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მინი ლექცია გაიმართა
17-12-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, იქ ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მინი ლექცია გაიმართა, რომელიც დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გახსენებას მიეძღვნა.

ლექციის ფარგლებში, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მთავარი თემები და პოეზიის ეროვნული მნიშვნელობა შეიმეცნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ყურადღება პოეტის მოტივებს დაეთმო, რომლებიც სიყვარულს, ბუნების მშვენიერებასა და საქართველოს კულტურულ ღირებულებებს გამოხატავს.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის ცნობილი ლექსები წაიკითხეს, რაც კიდევ უფრო ამაღელვებელი და შთამაგონებელი აღმოჩნდა.

„თითოეული ლექსი განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით  წაიკითხეს მოსწავლეებმა, რაც ნათლად ასახავდა პოეტის ნამუშევრებისადმი პატივისცემასა და მოწონებას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ანა კალანდაძის როლი ქართული ლიტერატურისა და კულტურის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში. 

მსგავსი აქტივობები სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, უკეთ გააცნობიერონ და დააფასონ ქართული კულტურის მემკვიდრეობა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება