| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.
ახლახან, სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, რომელშიც VIII - XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს, რომლებიც მონიტორზეც ჩანდა, მონდომებით პასუხობდნენ. შეკითხვები ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებზე იყო დაფუძნებული.
თამაში სამი ეტაპისგან შედგებოდა და მასში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. მესამე, ფინალურ ეტაპზე ჟიურიმ პირველადგილოსანი გუნდი - Royal Einstain გამოავლინა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს, სკოლის სახელით, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
„თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ამა თუ იმ საკითხში ცოდნა გაიღრმავეს, აიმაღლეს ინტელექტი და მოტივაცია. სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ავტორსა და ორგანიზატორს, ინგლისური ენის მასწავლებელს - ელენე გაბედავას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა