სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნაადრევი ქორწინება და მისგან გამოწვეული პრობლემები“- სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-12-2024
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები კი ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერება აიმაღლონ. 

ამჯერად, მე-91 კლასში პროექტი - „ნაადრევი ქორწინება და მისგან გამოწვეული პრობლემები“ ჩატარდა. 

პროექტის მიზანი იძულებითი და ნებაყოფილებითი ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლება იყო. 

პროექტის ფარგლებში, ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და მავნე შედეგების შესახებ ისაუბრეს. აქტივობებს ბიოლოგიის პედაგოგი ნათია ხონელიძე უძღვებოდა.

„საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას. ნაადრევ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა ფართო სპექტრი. ისეთები, როგორებიცაა: ორსულობის გართულება, ძალადობის დიდი რისკი, განათლების შეწყვეტა და სხვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბარი, წლების განმავლობაში, შეუძლებელი, ტაბუ დადებული იყო. ფიქრობდნენ, რომ შიში და სიმკაცრე მოზარდებს მორალურად გაწონასწორებულ და თვითშეგნებულ თვისებებს ჩამოუყალიბებდა. მაგრამ აღმოვჩნდით იმედგაცრუებულნი, ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრონ ამ დაავადებების გამომწვევ რისკებსა თუ შედეგებზე“,- წერს ბიოლოგიის პედაგოგი ნათია ხონელიძე.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება