სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალირი თამაშის ფინალურ ეტაპში წარმატებით იასპარეზეს  
16-12-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში საგნობრივ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას, რაც ბავშვების მიღწევებზე აისახება. 

სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფინალურმა ტურმა კი  ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 

მცირეკონტიგენტიანი სკოლის მეხუთეკლასელთა საუკეთესო ხუთეულისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „გამბედავებმა“, გამარჯვება მოიპოვა საქართველოს მასშტაბით 339 სკოლის მოსწავლეთა გუნდებს შორის თბილისის სკოლასთან ერთად, რის გამოც დამატებითი ტური უნდა გამართულიყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის უშიშარი მებრძოლები მზად იყვნენ დამატებითი ტურისთვის და თითქმის ერთ საათს ელოდნენ მეტოქეს, რომელიც უკვე წასულა და ამის გამო შეჯიბრი ონლაინ ფორმატში გაიმართება. 

„გილოცავთ, ჩვენო ჭკვიანებო, გამბედავებო და შეუპოვრებო ამ გამარჯვებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მთელ სკოლას და ახალ-ახალ წარმატებებს გისურვებთ ახალ 2025 წელსა და შემდგომ ცხოვრებაში!

მინდა, როგორც თქვენი ქართულის მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა, მადლიერება გამოგიხატოთ, რომ ამდენ სითბო-სიყვარულს მივლენთ და ასეთ სიხარულს მაგრძნობინებთ!

ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის მეიმედებით! უფალი გიძღოდეთ ყველა გზაზე! 2024 წლის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი სკოლის მოსწავლეთაგან“, - ამ სიტყვებით მიულოცა სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება