სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მწვანე არქიტექტურა“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასელები საგანამანთლებლო აქტივობას საინტერესო ინიციატივით შეუერთდნენ
16-12-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო ინიციატივბში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ „ქი ქონსალთინგის“ ლიდერთა სკოლის არასასკოლო, ინტელექტუალურ აქტივობაში, რომელშიც მონაწილეობენ აქტიური და ინტელექტუალი მოსწავლეები მთელი საქართველოდან. 

„ანაბასისელები“, პედაგოგ ეკატერინე ორბელაძესთან ერთად წარდგნენ პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს. ისინი დავალებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნიან.

Green architecture (მწვანე არქიტექტურა) - ასე დაარქვეს კრეატიულმა მოსწავლეებმა მომავლის პროექტს და წარადგინეს ორ ენაზე.

პროექტის თემის შერჩევა იმ პრობლემების გამოკვეთის შემდეგ მიიღეს, რომელიც ერთად განიხილეს: გახშირებული მშენებლობა, ჰაერის დაბინძურება, დაავადებათა მომატებული რაოდენობა. თითოეული პრობლემის სავალალო შედეგებიც განსაზღვრეს და გადაჭრის გზებიც კრეატიულად ჩამოაყალიბეს:

1. სანერგეების მინი ფილიალები ყველა ქალაქში რამდენიმე;
2. სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების მიერ თვეში ერთჯერ მცენარეების დაცვის აქცია;
3. ნერგების და მცენარეთა თესლების გაცვლა სხვადსხვა ქალაქებსა და ქვეყნებს შორის.
4. მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა თანატოლებთან ერთად „გაამწვანე გარემო“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის წარდგენა იყო ძალიან  ეფექტური და ემოციური, მოსწავლეებმა მოახდინეს დადებითი შთაბეჭდილება აუდიტორიაზე და შეხვედრის ორგანიზატორებზე, შესაბამისად დიდი იყო თემის გარშემო ჩართულობა და არაერთ კითხვაზე გასცეს არგუმენტირებული პასუხი, მკაფიო მესიჯით დაამახსოვრეს თავი დამსწრე აუდიტორიას. დამსახურებული სერტიფიკატებიც მიიღეს, შეიძინეს  დიდი  გამოცდილება და მოტივაცია სამომავლო საინტერესო აქტივობებში ჩასართავად.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ არაფორმალური განათლება და არასასკოლო გარემოში მონაწილეობა მოსწავლეებს მნიშვნელოვნად ეხმარება მრავალმხრივი უნარების განვითარებაში. მოსწავლეებმა მიიღეს  პრაქტიკული გამოცდილება, განივითარეს კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარები და საკუთარი ინიციატივები, აუმაღლდათ თვითშეფასება. მათ კარგად შეძლეს სკოლაში, ინგლისურის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

„წარმატებები ანაბასისელებს და მათ პედაგოგს ეკატერინე ორბელაძეს“, - აღნიშნეს სკოლაში და წარმატება უსურვეს მოსწავლეეებსა და პედაგოგს.  

იხილეთ ფოტოები ვიდეო 1, ვიდეო 2:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება