| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი მოწაფეებს არაერთი აქტივობას, კონკურსსა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
11 დეკემბერი მწვანე კალენდარში მთის საერთაშორისო დღედ მოიხსენიება. თარიღთან დაკავშირებით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაცია მთებზე, ისაუბრეს თუ რა არის მთა და მთათა სისტემა, როგორ და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, დაასახელეს და რუკაზე დააფიქსირეს მთათა სისტემები, ისაუბრეს მთების მნიშვნელობაზე, დაათვალიერეს ფოტოები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ტიპის შემეცნებითი გაკვეთილები მწვანე კალენდრიდან ხელს უწყობს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას და მოსწავლეებში გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილი ინტრესის გამო 2002 წელს შემუშავდა გაერო-ს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას