სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გლობალური საგანმანათლებლო კავშირების დამყარების კარგი მაგალითი -კერძო სკოლა „ანაბასისა“ და ვიეტნამის სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი შთამბეჭდავი გაკვეთილი
12-12-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისი“ აქტიურად თანამშრომლობს ვიეტნამის სკოლასთან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიეტნამისა და „ანაბასისის“ სკოლებს შორის თანამშრომლობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გლობალური კავშირების დამყარება განათლების სფეროში.

სკოლა „ანაბასისის“ მე-2ა და ბ კლასის მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ ვიეტნამის ქალაქ ლაო კაის ბაკ უონგის სკოლის ონლაინ გაკვეთილზე, რომლის თემაც იყო - „ჩემი საყვარელი სასკოლო აქტივობები“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი სკოლის საყვარელ აქტივობებზე, ივარჯიშეს კითხვის ფორმაზე, ინგლისურ ენაზე წარმართეს მსჯელობა საკითხზე - „რა სასკოლო აქტივობა მოსწონთ და რატომ?“

ორი სკოლის მასწავლებლებმა - Khanh Tran-მა და ნანა ფერაძემ შექმნეს სახალისო სასწავლო გარემო.

გაკვეთილი აგებული იყო სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის და ციფრული ტრანსფორმაციის გამოყენებით.

მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებაში.

მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ თანატოლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და გაეუმჯობესებინათ თავიანთი ინგლისური ენის უნარები, მიეღოთ მეტი ცოდნა და თავდაჯერებულად ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში.

გამოიკვეთა ვიეტნამელი და ქართველი მოსწავლეების საერთო ინტერესები.

„ასეთი აქტივობები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების განვითარებისთვის! ისინი არა მხოლოდ ეხმარებიან ენების შესწავლაში, არამედ ავითარებენ კომუნიკაციის უნარებს, კულტურათაშორის გაგებას და გუნდური მუშაობის გამოცდილებას“,- გვეუბნებიან სკოლაში, აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ახარებთ, წერილი, რომელიც ვიეტნამელი კოლეგებისგან მიიღეს. 

„მადლიერების წერილიც, რომელიც ვიეტნამიდან „ანაბასისში“ მივიღეთ ამ ყველაფრის აღიარება და დამატებითი მოტივაციაა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. ასეთ პროექტებში ჩართულობა აძლიერებს მოსწავლეების თვითშეფასებას და შთააგონებს მათ, რომ იყვნენ უფრო გახსნილები და აქტიურები საერთაშორისო ურთიერთობებში.

სამადლობელი წერილში კი წერია, „გულწრფელი მადლიერება თანამშრომლობისთვის სკოლა „ანაბასისის“ პედკოლექტივს!  დიდი გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად ჩვენ ეს შევძელით. მადლობა სკოლის ხელმძღვანელებს, კლასის დამრიგებელ-მასწავლებლებს და სკოლა „ანაბასისის“ საყვარელ მოსწავლეებს. წინ უკეთესი მომავლისათვის“.

ერებს შორის მეგობრობას და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს! მადლობა ვიეტნამის და საქართველოს პედაგოგებს - Khanh Tran-სა და ნანა ფერაძეს საინტერესო და საჭირო აქტივობის ორგანიზებისათვის.

ასეთ პროექტებში ჩართულობა აძლიერებს მოსწავლეების თვითშეფასებას და შთააგონებს მათ, რომ იყვნენ უფრო გახსნილები და აქტიურები საერთაშორისო ურთიერთობებში“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება