სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N6 სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას კვირეული მიუძღვნეს 
11-12-2024
-
+


თელავის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო. მის ფარგლებში, XI კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და ილია ჭავჭავაძის განვლილი ცხოვრებიდან მათთვის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნათია მაისურაძე ხელმძღვანელობდათ.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ეკა კობიაშვილის ხელმძღვანელობით, ილიას ბრძნული გამონათქვამები და პუბლიცისტური წერილები განიხილეს და მათზე იმსჯელეს.

„სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავალის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვით ქვეყნისაც, რადგან ქვეყნის მომავალი, მომავალი თაობის კუთვნილია და მაშასადამე, მის ხელთ იქმნება“,- სკოლაში ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები ისმოდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება