სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი კოდის წერის მარათონში ჩაერთნენ
11-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს. 

ამჯერად, სკოლის II-VI კლასის მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - ეკატერინე ჩიტაური გლობალურ მარათონში „კოდის ერთი საათი“ (Hour of Code) აქტიურად ჩაერთნენ. მარათონი, ყოველწლიურად, 5-11 დეკემბერს მიმდინარეობს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის სწავლება შესაძლებელია წლის ნებისმიერ პერიოდში, აღნიშნულ კვირეულში განხორციელებულ აქტივობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მიზანი ახალგაზრდებში პროგრამირებისადმი ინტერესის გაზრდა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა.

პროექტში მონაწილეობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა კოდის წერის ძირითად პრინციპებს, ინტერაქტიული და ინოვაციური მეთოდებით, გაცნობოდნენ. გარკვეული სირთულეების მიუხედავად, მასწავლებლის მხარდაჭერამ და მოტივაციამ მოსწავლეებს ყველა დაბრკოლების გადალახვასა და წარმატებული შედეგების მიღწევაში ხელი შეუწყო.

პროექტის მთავარი მიზანი მოსწავლეების ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავება, პროგრამირების საფუძვლების შესწავლა და ამ მიმართულებით, მათი შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება გახლდათ.

საბოოლოოდ, კი მონაწილეებს წარმატებისა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ, რამაც კიდევ უფრო წაახალისა ისინი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებელს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

„გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება