| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავალო პროცესი მიმდინარეობს, ხორციელდება არაერთი პროექტი და საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც ბავშვების მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, ნამაშევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნორა ონიანმა IX კლასში განახორციელა პროექტი - „ემიგრანტი დედის ოცნება და რეალობა“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ემიგრანტი დედების რთულ ცხოვრებაზე, მათ ოცნებებსა და რეალობაზე, გააკეთეს ჩანახატები.
პროექტი, რომელიც ეხებოდა ემიგრაციაში წასული ქართველი დედების რეალობას, საკმაოდ აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მოძიებული მასალა და წერილები გაუზიარეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოაწყვეს დისკუსია და დაამზადეს კედლის გაზეთი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა