სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის დღე აღინიშნა
10-12-2024
-
+


10 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანის უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღეს ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ. 

სკოლის პედაგოგებმა, ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების დახამარებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მის ფარგლებში, მასწავლებლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ რატომ მიიღო „გაერომ“ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.

მათ მოსწავლეებს განუმარტეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აუცილებელი იყო ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ყველა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და ყველას თანასწორობისა და თავისუფლების გარანტიას მისცემდა.

მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების კლუბში განხილული თემები გაიხსენეს, რომლებიც ჰოლოდომორს, გენდერულ დისკრიმინაციასა და სხვა ისეთ საკითხებს მოიცვდა, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს, რატომ არის ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი და როგორ ეხმარება ეს დეკლარაცია მშვიდობასა და სამართლიანობას მსოფლიოში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება