სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
09-12-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა საზეიმოდ გააცილეს წელიწადის ოქროს სეზონი - შემოდგომა. 

„წელიწადის ყველა დრო ულამაზესია! მაგრამ, შემოდგომა გამორჩეულად უყვართ ბავშვებს, რადგან სწორედ ამ დროს საუკეთესო ნუგბარით, ხილით იკოკლოზინებენ პირს და ხალისიანად ერთობიან“, - სწორედ ამ მოტივით, სკოლაში გაიმართა ზეიმი - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლებლებთნ ერთად მორთეს და მოკაზმეს დარბაზი. ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, იმღერეს და იცეკვეს, ასევე, ტკბილ ბადაგში ამოავლეს ჩურჩხელები.

„დაე, ყოველი წელი, დღე შემოდგომასავეთ ნაყოფიერი და ფერადი ყოფილიყოს ყველასათვის“, - ამ სიტყვებით კი, სასკოლო საზოგადოება დაემშვიდობა შემოდგომას და ყველას ნობათიანი სეზონი უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება