სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ლამაზი აჭარა“ - ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
09-12-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები, პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლის IV ბ კლასის მოსწავლეებმა, მე და საზოგადოების მასწავლებლის - დარინა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი - „ჩემი ლამაზი აჭარა“.

პროექტის ფარგლებში ისინი ეწვივნენ მუზეუმ „ბორჯღალოს“. ბავშვები გაეცნენ აჭარლების ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს, ცხოვრების სტილს.

მათ ასევე გააკეთეს ჩანაწერები, შემდეგ კი ნანახის საფუძველზე მოამზადეს პრეზენტაციები.

„პროექტი საინტერესო იყო იმით, რომ მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც იყვნენ ჩართულნი, შვილებთან ერთად მოამზადეს პრეზენტაცია - ხალხურ მედიცინაზე, საქორწინო ტრადიციებსა და მზითევზე, ხელსაქმეზე, სათამაშოებზე, მთის ცხოვრებაზე“, - ამბობენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე, მოამზადეს ყველი და წარადგინეს რძის ნაწარმი. ბოლოს ერთ-ერთმა მშობელმა პროექტორის საშუალებით გააკეთა მოკლე მიმოხილვა აჭარის ღირსშესანიშნაობებსა და ტრადიციულ კერძებზე.

მოსწავლეებმა პროექტი აჭარული ცეკვით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება