სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში I ადგილი მოიპოვეს
27-11-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. 

„ინტელექტი გარეგნობითა და სიმდიდრით არ იზომება, იგი დიდი შრომითა და ცოდნით მოიპოვება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ შემართებით მოსწავლეებს სწავლის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან. ცოდნის გასაზომად და წარმოსაჩენად კი მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

ახლახან, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეები - ლილე ჩაფიძე, ილია ქვათაძე, გიორგი ჩაფიძე, ანი მახვილაძე, გიორგი იმედაძე და ლიკა ვარდოსანიძე (დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე) ინტელექტუალურ თამაშს - „ინტელექტიადა“ შეუერთდნენ. 

თამაში, იმერეთის მასშტაბით ნოემბერში ჩატარდა. 

სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ  VIIა კლასის მოსწავლეებმა საუკეთესო თამაში აჩვენეს და I ადგილი მოიპოვეს. მათ ასახელეს სკოლა, პედაგოგები და მშობლები.

სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ VIIა კლასს ამ გამარჯვებას, ვუსურვებთ მრავალ წარმატებას, ულევ სიხარულს! წინ გამარჯვებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „ნოვატორთა აუდიტორია“ უკვე მრავალი წელია ქვეყნის მასშტაბით ინტელექტუალურ თამაშებს აწყობს. იგი მოსწავლეთა ზოგად განათლებას ამოწმებს, მასში მონაწილეობენ ბავშვები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა პატარებს სწავლის დაწყება მიულოცეს და კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცეს

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება