სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აბასთუმნის ობსერვატორიას სტუმრობდნენ
27-11-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო მე-6 კლასის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა. ისინი, თემის - „კოსმოსი“ შესწავლის შემდგომ სასწავლო ექსკურსიით აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრნენ.

მე-6 კლასელებმა პარალელურად განიხილეს მხარეთმცოდნეობის თემა. მათ ასევე მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მხარეთმცოდნეობისა და ობსერვატორიის შესახებ.

„მიღებული შთაბეჭდილებები ბავშვებს დიდხანს დარჩებათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბუნებისმეტყველების პედაგოგი - სვეტლანა ბოჩიკაშვილი და კლასის ხელმძღვანელი- თამარ ჩომახიძე.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა პატარებს სწავლის დაწყება მიულოცეს და კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცეს

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება