| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
ნოემბრის ერთი დღე, წარმატებული და დაუვიწყარი იყო დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო (შერწყმული ყაზბეგის უბნის) სკოლის (V-VI-VII-VIII-IX-ბ კლასების) მოსწავლეებისათვის.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო რუხაძის ხელმძღვანელობით მოეწყო პოეზიის საღამო - „მე ფშავლის ქალი“. ღონისძიებაზე მიწვეული იყო პოეტი ნინო უძილაური.
„მოლოდინი, ღელვა, სიხარული, უამრავი ყვავილი - ყველაფერი ერთად იყო წუთისოფლის თავისუფალი ხედვით გამორჩეული, საოცარი შინაგანი გულწრფელობით დაჯილდოებული პოეტის - ნინო უძილაურის დასახვედრად“,- გვიყვებიან სკოლაში და და მწერლის აღსაწერად რევაზ მიშველაძის სიტყვებს იშველიებენ.
„პოეტებად იბადებიან და ასე რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე. ნინო უძილაური დაბადებით პოეტია!“, - წერს საქართველოს სახალხო მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, სიყვარულზე. შესრულდა ნინო უძილაურის ლექსზე შექმნილი სიმღერები, რომლის მუსიკა დაწერა ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ჟულიეტა ლეჯავამ.
„პოეზიის საღამოზე მოსწავლეებმა, მშობლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ნინო უძილაური ყველას ერთად შეგვიძღვა ქართული ლექსის დიდ ტაძარში, სადაც ერთი ღონიერი სანთელი დაანთო. საინტერესო და ძალიან თბილი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა პოეტსა და მოსწავლეებს შორის მოსწავლეები აღფრთოვანებულები იყვნენ პოეტის წაკითხული ლექსებით. ქ-ნ ნინოს ლექსებმა ოპტიმიზმით და სიყვარულით აავსო მოსწავლეები, მშობლები მასწავლებლები ქალაქ სამტრედიის რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
„ლექსი ისე არის, როგორც სულის სარკე,
სიტყვებს მარგალიტად როცა გადაკვანძავ“.
ნინო უძილაური სიყვარულის პოეტია, რომელიც პოეზიაში კინძავს მარგალიტებს ,რათა საკუთარი სიტყვა თქვას ქართული უახლესი პოეზიის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პოეტის სტუმრობა.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ