| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნარგიზ სამხარაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შექმნას პოზიტიური სასწავლო გარემო, სადაც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა იყოს პროდუქტიული და გამოვლინოს უნარების მაქსიმუმი - ამ შემართებითა და დიადი მიზნებით სკოლას წარმატებით მართავს და თავისი წვლილი შეაქვს განათლებული თაობების აღზრდის საქმეში.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ნარგიზ სამხარაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სკოლის ინტერიერის მოწყობას, რომელიც ასახავს სკოლაში მიმდინარე ცხოვრებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩემ მიმართ დნობით არის განწყობილი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- შევქმნა პოზიტიური სასწავლო გარემო.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელიც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- მხატვრული ფილმების ნახვა და სპექტაკლებზე დასწრება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა