| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა სხულუხია მოსწავლეებს მრავალფეროვან და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს და ბავშვების სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავს. ის მოწაფეებს საჭირო რჩევებს ყოველთვის აძლევს მოუწოდებს მიზნისკენ სწაფვა არასდროს შეწყვიტონ.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი მანანა სხულუხია პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ისეთ სივრცეს, სადაც ყველა მოსწავლე თავს გრძნობს უსაფრთოდ, დაფასებულად და მოტივირებულად.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა და ნდობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მხარდაჭერას, თანამშრომლობასა და ერთიანობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების წინსვლა და წარმატებები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო სპორტული შეჯიბრებები, ვიქტორინები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა