| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.
8 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეებისთვის KIU-ს რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „რა არის სამართლიანობა?“.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შორენა ჭკუასელი.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთო აღნიშნულ პროექტში და მომავალშიც დიდი სურვილი აქვთ გააგრძელონ მონაწილეობა.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შეუწყო ჩვენი მოსწავლეების პროექტში ჩართულობას და უზრუნველყო მოსწავლეთა ტრანსპორტირება“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა