| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის ფასეულობებზე ზრდიან.
7-12 ნოემბერს, სკოლაში ილია ჭავჭავაძის კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო დებატები თემაზე - „პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე?“
ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „სარჩობელაზედ“ მიხედვით ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ილია და ეპოქა“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, ისაუბრეს ილიას ღვაწლსა და მნიშვნელობაზე, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. ასევე, მოეწყო დოკუმენტური ფილმის - „ილია ჭავჭავაძე (1837-1907)“ ჩვენება. მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას კედლის გაზეთიც მიუძღვნეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა