სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და არტ-ფესტივალი ბებნისის საჯარო სკოლაში
19-11-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნების სწავლებას, მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების წახალისებას და მათთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას. 

ამჯერად, სკოლაში არტ-ფესტივალი იმართება. ასევე, სკოლაში18 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში მე-8 კლასის მოსწავლის - ემი წიქარიშვილის უნიკალური ნამუშევრებია გამოფენილი.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები გამოფენაზე იხილავენ საინტერესო თემატიკას, მრავალფეროვან ფერებს და განსაკუთრებულ ხედვებს, რომლებიც მოსწავლის ფანტაზიას და შემოქმედებითობას წარმოაჩენს.

სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ, რომ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ და მხარი დაუჭირონ ახალგაზრდა მხატვრებს. 

აღსანიშნავია, რომ ემის ნამუშევრები 18 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გამოფენილი იქნება სკოლის ფოიეში, პირველ სართულზე. 

მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი ნატალია ბრეგვაძე გახლავთ. 

„გელით თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად!“, - ამ გზავნილით, სასკოლო საზოგადოება მიმართავს თემის წარმომადგენლებს და სასიამოვნო მასპინძლობას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება