სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი“ - გალაკტიონი ფარცხნალის სკოლის პედაგოგი იყო და მცირე ხელფასის მიუხედავად, მოსწავლეთათვის წიგნებს ყიდულობდა
19-11-2024
-
+


ლექსის ავტორი გალაკტიონ ტაბიძეა. მეფე-პოეტის შემოქმედების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ. ამჯერად მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ გვინდა გიამბოთ.

1910 წლის გაზაფხულზე, 20 წლის გალაკტიონმა თავი დაანება თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლას, სოფელში დაბრუნდა და მალევე დაინიშნა მასწავლებლად შორაპნის მაზრის, სოფელ ფარცხნალის დაწყებით სკოლაში.

სკოლის შენობა უფრო ძველ ფარდულს ჰგავდა, სწავლისათვის კი ელემენტარული პირობაც არ იყო შექმნილი. გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას... მაგრამ გულკეთილი ახალგაზრდა პოეტი მონდომებული მოსწავლეებისათვის, წამახალისებელ საჩუქრებსა და წიგნებს იძენდა.

ფარცხნალის სკოლაში გალაკტიონი მხოლოდ 1 წელი ასწავლიდა. ასეთი მოკლე დროის პერიოდში მან ყველა მოსწავლის დასაჩუქრება შესძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ გალაკტიონი საკუთარი ხელფასით ზრუნავდა სკოლაზე. იმ ადგილზე, სადაც სკოლა იყო, გალაკტიონის მცირედი ხელფასით და მისი ხელით დარგული, ფართოდ მხრებგაშლილი, უზარმაზარი ცაცხვის ხე დგას. ეს ხე სოფელში „გალაკტიონის ცაცხვის“ სახელითაა ცნობილი.

ცნობილია, რომ გალაკტიონი, ნაცვლად ძველ სკოლაში გამეფებული სქოლასტიკური მეთოდებისა, სწავლებაში იყენებდა მოწინავე პროგრესულ მეთოდებს, რომლებიც მოსწავლეთა შეგნებულობასა და აქტიურობაზე ყოფილა დამყარებული.

იგი მოზარდებში ნერგავდა ბედნიერი მომავლისა და თავისუფლების მოპოვების მტკიცე და ღრმა რწმენას, რის გამოც მოსწავლეთა და მშობელთა დიდი სიყვარული დაუმსახურებია.

გალაკტიონს ბინა დაქირავებული ჰქონია დიმიტრი ხარაძის ოჯახში. მის ერთ-ერთ ოთახში დღეს მუზეუმია გახსნილი.

გალაკტიონს მასწავლებლობა მძიმე პირობებში უწევდა და მიუხედავად დუხჭირი ეკონომიური პირობებისა, არ დაჰკარგვია ბავშვებთან მუშაობის ხალისი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება