სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თითოეული მასწავლებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს“ - ჭითაწყარის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ვართაგა
18-11-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ვართაგავა სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს ქმნის. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლებთან თანამშმრომლობითი, პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები, რასაც ახერხებს კიდეც. მისი თქმით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თითოეული მასწავლებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს დირექტორი მანანა ვართაგავა პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური სასკოლო გარემო მოსწავლის თვითშეფასებისა და აკადემური მოსწრების ზრდას უწყობს ხელს. ამისათვის მნიშვნელოვანია ერთობა, თანამშრომლობა, გუნდურობა და ურთიერთპატივისცემა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სკოლაში ჩამოყალიბებული ღირებულებების დაცვა, ნდობა და პატივისცემა. მასწავლებელსა და მოსწავლეს უნდა უხაროდეთ სკოლაში მოსვლა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან კომუნიკაბელურები, გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა, არიან მოტივირებულები და ტოლერანტები. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თითოეული მასწავლებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს. სიძლიერეა სწორედ, ის რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი სკოლას აღიქვამს უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სოციოკულტურულ სივრცედ.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოტივაცია ეს ის ენერგიაა, რომელიც მიბიძგებს მიზნის მიღწევისკენ, ვცდილობ მუდმივი მოტივაციის შენარჩუნებას და საქმეში ჩართულობას, საფუძვლიან ხედვასა და მიზანდასახულობას.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ღირშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება