| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა კუნელაშვილისთვის მნიშვნელოვანია გუნდურობა და თანამშრომლობა როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან. პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული პედაგოგი ღირსეულად ემსახურებს საქმეს, რასაც განათლებული და წიგნიერი თაობის აღზრდა ჰქვია.
Etaloni.ge გიზიარებთ პედაგოგის - ნანა კუნელაშვილის ბლიც-ინტერვიუს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ზამთარში სითბოს, ზაფხულში სიგრილეს და მოწესრიგებულ სასწავლო გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პატივისცემა და სიყვარული.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- უყვართ ერთმანეთი, შეძლებისდაგვარად სწავლობენ ქიმიას, იბრძვიან კარგი მომავლისთვის.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას და თანამშრომლობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ბავშვების და ჩემი პროფესიის სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი, სპორტული ღონისძიებები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა