სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს პროფესიონალიზმის მაღალ დონეს“ -  ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი ნაილე სურმანიძე 
15-11-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ნაილე სურმანიძე გამოწვევებს არ უშინდება და პროფესიული განვითარებისკენ არის ორიენტირებული. როგორც თავად აღნიშნავს, მუდამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ძიებაშია. მოსწავლეებს კი მაგალითს აძლევს - არასდროს დანებდნენ და იზრუნონ განვითარებაზე. 

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს ნაილე სურმანიძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პროფესიონალიზმზე დამყარებულ სასკოლო გარემოს, სადაც დადებით  ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც მოსწავლეებში ისე მასწავლებლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, პატივისცემა, სიყვარული და პასუხისმგებლობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით, აქტიურობით, ლოგიკური აზროვნებითა და ურთიერთზრუნვით. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- პროფესიონალიზმის მაღალ დონეს, შემოქმედებითობას, პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობის უნარსა და მაღალ მოტივაციას. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვაკეთო ჩემი საქმე უკეთ, ვიდრე ადრე. მიყვარს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის ძიება. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია“, რადგან მიმაჩნია, რომ მასში ქართველი ხალხის გენია ყველაზე მეტად იკვეთება.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- რთულია გამოკვეთა, თუმცა ყველაზე მეტად პოეზიის დეკლამირება მიზიდავდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება