სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეთა პროგრესი და მონდომება შთამაგონებს“- კერძო სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი რუსუდან ნასყიდაშვილი
14-11-2024
-
+


„მასწავლებლის ყოველდღიური მოტივაცია მოსწავლეთა წარმატებაა“, - ეს სიტყვები კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგს - რუსუდან ნასყიდაშვილს ეკუთვნის, მასწავლებელს, რომლისთვისაც მოსწავლე პრიორიტეტულია და ზრუნავს მას შეუქმნას ისეთი გარემო, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, იყოს მოტივირებული და ჰქონდეს სწავლის სტიმული -  ამ შემართებით ის განსაკუთებით უყვართ მოსწავლეებს, ენდობიან მას და საყვარელ მასწავლებელთან ერთად ისწრაფვიან საერთო წარმატების მისაღწევად. 

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ რუსუდან ნასყიდაშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პოზიტიური სასკოლო გარემო გულისხმობს ისეთ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ მოტივირებულად, უსაფრთხოდ და გრძნობენ მხარდაჭერას. ასეთ გარემოში მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობენ პოზიტიურ ურთიერთობებს, ემოციურ მხარდაჭერას და მოსწავლეთა თვითგანვითარებას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში წარმოადგენს ნდობა და ურთიერთპატივისცემა. ნდობა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, თავი იგრძნოს კომფორტულად, მოიკრიბოს თვითრწმენა და უფრო გახსნილი იყოს სასწავლო პროცესში. მასწავლებლის პატივისცემა კი აჩვენებს მოსწავლეს, რომ მასწავლებელი გულწრფელად ზრუნავს მის განვითარებაზე და ცოდნაზე.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებით ვამაყობ, რადგან ისინი მოტივირებულნი, ცნობისმოყვარეები და მიზანდასახული არიან. ისინი მუდამ ცდილობენ, თავიანთი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ და გამოწვევებს სიხარულით შეხვდნენ. მათი პროგრესი და მონდომება შთამაგონებს და მარწმუნებს რომ მათ წინ დიდი წარმატება ელოდებათ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთიანობას და საერთო მიზნებს, თანამშრომლობას, სოციალურ მხარდაჭერას, ღია კომუნიკაციას, განსაკუთრებულ კულტურას და ტრადიციებს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მასწავლებლის ყოველდღიური მოტივაციაა საკუთარი მოსწავლეების წარმატება, მუდმივი განვითარება, პოზიტიური კავშირი მოსწავლეებთან  და პოზიტიური გარემოს შექმნა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“. განსაკუთრებული სიღრმით და სიბრძნით სავსე, თუმცა მარტივი ენით დაწერილი ნაწარმოები, ცხოვრების მნიშვნელოვან ღირებულებებს გვასწავლის: მეგობრობას, სიყვარულს, პასუხისმგებლობასა და ემპათიას.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობდი საქველმოქმედო და სოციო-კულტურულ პროექტებში, რაც ვფიქრობ ჩემში ზრდიდა თანაგრძნობას და პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება