სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა“- დოდო ჩახუნაშვილი, სულორის საჯარო სკოლის დირექტორი
14-11-2024
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჩახუნაშვილი წარმატებული და განათლებული მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს. 

მისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემაა. შესაბამისად, სწორედ ესაა დირექტორის მუშაობის პრინციპიც. ამგვარი მიდგომით კი, სკოლაში თანამშრომლობითი და მეგობრული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

დირექტორის კომპეტენტური აზრი კი, სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა. ამჯერად, დოდო ჩახუნაშვილმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გარემოს, სადაც თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, დაცულად, ღირებულად. სადაც დაცულია მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არ ეშინიათ გამოწვევების, არიან პატრიოტები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმულ მშობლებს, პედაგოგებს, მოტივირებულ და კრეატიულ აზროვნების მქონე მოსწავლეებს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- კეთილგანწყობილი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შექმნა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნაწარმოებს ვერ გამოვყოფ. იკითხონ, ოღონდ იკითხონ ბევრი.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მახარებდა და დღემდე მახარებს ახალი წლის კარნავალი. მახარებდა ექსკურსიები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება