სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი მოტივაციაა აღვზარდო განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობა“- ნინო დუშმანაშვილი, ენისლის საჯარო სკოლის პედაგოგი  
14-11-2024
-
+


ნინო დუშმანაშვილი ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს მოსწავლეები და მუდამ მზაადაა მათ მხარდასაჭერად, ზრუნავს, რომ მათ მისცეს შესაძლებლობა მიიღონ მაღალი ხარისიხის განათლება და თავიანთი შესაძლებლობები განავითარონ - ამ შემართებით ის განათლების სადარაჯოზე დგას და ემსახურება ყველაზე ღირებულ საქმეს - განათლებული თაობების აღზრდას. 

იხილეთ ბლიც ინტერვიუ პედაგოგ ნინო დუშმანაშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ისეთ გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები თავს უსაფრთხოდ, პატივისცემითა და მხარდაჭერით გრძნობენ. ასეთი გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასებას, მოტივაციას და განათლების პროცესის უკეთესი შედეგების მიღწევას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, პატივისცემა, სამართლიანობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი მუდმივად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. მათი შრომისმოყვარეობა, სანდოობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არაჩვეულებრივია. მე ვამაყობ მათი შემართებით და მუდმივად მზარდი ინტერესით სწავლის მიმართ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მაღალ კომპეტენციას, ჰარმონიულ ურთიერთობას. სიძლიერე წარმოიქმნება, როდესაც ყველა მხარე იზიარებს ერთსა და იმავე პრინციპებს და მიზნებს, როგორიცაა პატივისცემა, ურთიერთთანამშრომლობა, ეფექტური კომუნიკაცია და უნარი ერთობლივად დაძლიონ გამოწვევები.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეების განვითარება და წარმატება. აღვზარდო განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ნოდარ დუმბაძის მოთხრობები, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები, თამარ გეგეშიძის „საშლელები“ და ა.შ.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- შემოქმედებითი კონცერტები, მხიარული სტარტები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება