სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მხარდამჭერ, უსაფრთხო და მამოტივირებელ სივრცეს“ - აზნივ ვოსკანიანი, კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი
14-11-2024
-
+


აზნივ ვოსკანიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მოსწავლეები, მათთვის უსაფრთხო და ეფექტური გარემოს შექმნა და მასწავლებლები, რომელთა მხარდასაჭერად ენერგიას არ იშურებს - ამ თვისებებით, ის სათავეში უდგას სკოლას და ზრუნავს ქვეყანას წიგნიერი და განათლებული თაობები აღუზარდოს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ აზნივ ვოსკანიანთან: 

-  პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მხარდამჭერ, უსაფრთხო და მოტივაციის მომცემ სივრცეს, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და გამოავლინოს საკუთარი უნარები. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები თავს გრძნობენ დაცულად და მნიშვნელოვანად, ასევე მასწავლებლებს აქვთ რესურსები, რომ უზრუნველყონ სასიამოვნო სასწავლო პროცესი.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, ნდობა და მხარდაჭერა, რაც აძლიერებს ურთიერთგაგებას და სწავლების მოტივაციას.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი შრომისმოყვარეები და ცნობისმოყვარეები არიან. მუდმივად ცდილობენ განვითარებას და აჩვენებენ წინსვლას.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთიანობას, პატივისცემას და ურთიერთდახმარებას, რაც ქმნის მეგობრულ გარემოს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეების წარმატება და მათთვის მომგებიანი გარემოს შექმნა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ყველა მოსწავლეს ვურჩევ აკაკი წერეთლის ნაწარმოებს „გამზრდელს“, რადგან ამჟამად საინტერესო თემას წარმოადგენს საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხი, ასევე აღზრდის როლი ადამიანის ჩამოყალიბების საქმეში.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- პირველი სექტემბრის დადგომა, ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეების თაიგულებით სკოლაში წასვლა და ახალი მასწავლებლების გაცნობა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება