| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თამუნა ლოხიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, რომლისთვისაც მთავარი მოტივაციის წყარო ქვეყნისთვის ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაა. ამაყია, მოსწავლებით და ახარებს, რომ მისი შრომა უკვალოდ არ ქრება.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თამუნა ლოხიშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს უსაფრთხოდ, დაფასებულად.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, ნდობა
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათში ვხედავ ჩემი შრომის შედეგს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მისი ყველა რგოლის შეთანხმებულ მოქმედებას, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების ანთებული თვალეები ჩემს დანახვაზე; ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის მიზნისკე სწრაფვა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- გურამ რჩეულიშვილის -„დათუნა“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
-საახალწლო ღნისძიება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა